ლეგენდარული მსახიობის კახი კავსაძის ცხოვრებიდან მისმა უმცროსმა კოლეგამ გიორგი მარშანიამ ერთი არაჩვეულებრივი ისტორია გაიხსენა:
“ერთი ისტორია გამიგია კახი კავსაძეზე, არ ვიცი მართალია თუ არა. შეიძლება არც არის..
მოკლედ, იმ ბნელ 90-იანებში, რუსთაველზე მოდის კახი და შეხვდა ნაცნობი.
– როგორ ხარო, – კახის უკითხავს.
– კარგადო.
– შენ თუ პროჭი არ ხარ, ასეთ დროს კარგად როგორ ხარო!
ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე ეს ისტორია, რომელიც არც გადამიმოწმებია, მის მერე, მართალია თუ მორიგი ლეგენდა..
3 აგვისტოს მერე, მგონი, ერთი ღამეც არ ჩაგდებულა ფეიერვერკების გარეშე და ყოველ გაშვებაზე კიდევ თავიდან მახსენდება ეს ამბავი, რომელიც, როცა მოვისმინე, ძალიან სასაცილო იყო…”