20 აგვისტო, 2023

გოგი ხარაბაძის საოცარი ისტორია

gogi-xar.jpgმსახიობ გოგი ხარაბაძესთან დაკავშირებით საოცარი ისტორია გაიხსენა მხატვარმა ბესიკ დუღაშვილმა:

“თავად შევესწარი…
80–იანი წლების დასაწყისია.
გოგი ხარაბაძე მეგობარს ესაუბრებოდა რუსთაველზე, ფუნიკულიორის ქვედა სადგურის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელთან…
მეგობართან ერთად ვსეირნობდი… დავინახეთ ხარაბაძე და გავჩერდით უნებურად, ვუყურებდით, ხუმრობა ხომ არაა… ხარაბაძე დავინახეთ ასე, ცოცხლად…
უფრო ახოვანი მომეჩვენა ვიდრე მეგონა..

ბიჭი მოდიოდა გოგონასთან ერთად (80-იანი წლებია), ხარაბაძეს გაუსწორდნენ და ანგლმა ბიჭებმა, იქვე, კიბეებზე რომ იდგნენ გოგოს მისამართით არასასიამოვნო ფრაზები დააწიეს წყვილს.
მოტრიალდა ბიჭი (ჩხუბი გარდაუვალი იყო) და…
უცბად მოწყდა ხარაბაძე ადგილს, მიეახლა (ამ სიტყვის უზუსტესი მნიშვნელობით), გოგონას ხელზე აკოცა, გამოესაუბრა წყვილს, ხელი გადახვია, საითაც მიდიოდნენ იქით შეაბრუნა და რამდენიმე ნაბიჯი გაყვა, გააცილა, ხელი დაუქნია, ამბორი გაუგზავნა ჰაერით და მოტრიალდა უკან.

მერე მოხდა რაც მოხდა.
მივიდა ბიჭების იმ ჯგუფთან. მთქმელს ყურზე წვდა, მაღლა აუქაჩა, რაღაც უთხრა, ვერ გავიგონე… და საწინააღმდეგო მხარეს უბიძგა.
არ გაჩერებულან, წავიდნენ, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ სახეებზე, რომ არცერთი ნაწყენი არ იყო, უფრო სწორად საკუთარ თავზე უფრო იყვნენ ნაწყენები, დარცხვენილები, ასე ჩანდა…
ალბათ ისეთი რამ უთხრა გოგიმ, რომ შეარცხვინა, მიახვედრა, მაგრამ უცხო თვალს არც ყურის აწევა შეუნიშნავს და არც შენიშვნა გაუგია.
ჩვენ დავაფიქსირეთ მხოლოდ, მე და ჩემმა ძმაკაცმა…
რა სწავლა გვინდოდა, მაგრამ მაინც… გვასწავლა როგორი უნდა იყო, როგორ უნდა მოიქცე და როგორ არ უნდა მოიქცე. გვასწავლა, და თანაც ისე, რომ თავადაც არ იცოდა.

ღმერთმა ნათელში დაგამკვიდროს გოგი–ბატონო!.”