23 აგვისტო, 2023

გოგი დოლიძისა და თამრიკო ჭოხონელიძის ულამაზესი დუეტი

განუმეორებელი გოგი დოლიძის პარტნიორობა ნებისმიერი მომღერლისთვის ნამდვილი დღესასწაული გახლდათ, რადგან იგი ყველა მეწყვილეს მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა და ხელის გულზე ატარებდა.

“არტ ინფო” გთავაზობთ თამრიკო ჭოხონელიძისა და გოგი დოლიძის ულამაზეს დუეტს. ვიდეოში ისინი კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის სიმღერას “შემოდგომის ყვავილებს” ასრულებენ.