6 აგვისტო, 2023

გია ნიკოლაძე მთავარი სათქმელით

მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი გია ნიკოლაძე თავის მთავარ სათქმელს ისევ და ისევ ლექსით გვთავაზობს:

“ვიცი ყველაფერს გავუძლებთ
გამძლეა ადამიანი
ვიცი სწავლება არ გვიყვარს
რადგან ყველა ვართ ჭკვიანი
ვიცი ცხოვრება გრძელდება
გისურვებ მუდამ ილხინო
მაგრამ ერთსაც გთხოვ რომ შოვი
შენ თავზეც წარმოიდგინო…
შეხიდებაა მთავარი
და არა მისამძიმრება…
გაზიარება ვიცოდეთ
თუ გვინდა აღორძინება…
გულთან მიტანა ვიცოდეთ
თუ გვინდა ერთიანობა…
და ქრისტეს სიტყვა ამოვხსნათ
თუ გვინდა ქრისტიანობა…”