3 აგვისტო, 2023

დაუჯერეთ ცირა ბარბაქაძეს

დაუჯერეთ ცირა ბარბაქაძეს– ყოველი დღე ახალია… ბიოგრაფია წარსულს ეკუთვნის… ცხოვრება – აწმყოს, – ამბობს ცირა ბარბაქაძე და რთულია ამაში არ დაეთანხმო.

“უფლება არ მისცეთ გულს, რომ გაატაროს სიყვარული!” – გვირჩევს იგი:

“ვინ რას ატარებს?

ზოგი მაღალ წნევას ატარებს.
ზოგი ატარებს დარდებს გულში,
ჩემი მეზობელი ხელისგულზე ატარებს ცოლს,
ზოგი ისე გათავხედდა,
დროს ატარებს….
განა ყველაფერი სატარებელია, მეგობრებო?
მეკითხებიან:
როგორ გაატარე ზაფხული?
რა ვიცი, მიდიოდა და გავატარე…
გაუშვით, ყველაფერს ნუ ატარებთ ზურგით…
ატარეთ სიყვარული,
ატარეთ სიყვარული,
და უფლება არ მისცეთ გულს,
რომ გაატაროს სიყვარული!”