დაათვალიერეთ ქართული სავანე ათონში 

ათონის მთაზე რიგით მესამე ქართული სავანე გაიხსნა, რომელიც ქართველი ათონელი მონაზონ ილარიონის ინიციატივითა და უშუალო ძალისხმევით დაარსდა და აშენდა. ფინანსური დახმარება ქართველმა მორწმუნეებმა გაუწიეს.

მთავარი ტაძარი საქართველოს ეკლესიის ეპიაკოპოსმა ნიკორწმინდელმა ვახტანგმა აკურთხა. ღამისთევის მსახურება ქართულ და ბერძნულ ენაზე აღესრულა, სადაც მოწვეული ათონელი მონაზვნები და ათონიადას აკადემიის მოსწავლეები გალობდნენ. საზეიმო ღამისთევის მსახურებას ათონის მთის ხილანდარის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მეთოდეც დაესწრო.

ათონის მთაზე არსებული სამივე სავანე მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაშია.
პირველი ქართული სავანე სიმონოპეტრას მონასტერს ეკუთვნის და მისი დამაარსებელი რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერი პირი, არქიმანდრიტი გრიგოლია.

მეორე სავანე ვატოპედის მონასტერს ეკუთვნის და მისი დამაარსებელი ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემია.

მესამე სავანის წინამძღვარი და დამაარასებელი მონაზონი ილარიონია. ეს სავანე ათონის დიდ ლავრას ეკუთვნის, ხოლო წინამძღვარი მონაზონი ილარიონია. ახალი ქართული სავანე ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა.