29 აგვისტო, 2023

170 000 ევრო ნესტან კვინიკაძესა და ქეთი მაჭავარიანს

keti-machavariani-da-nene-kvinikadze.jpg

ქართველმა ხელოვანებმა – მწერალმა ნესტან კვინიკაძემ და რეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს – საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში ახალი კინოპროექტისთვის 170 000 ევრო მოიგეს.

ნესტან კვინიკაძე:

“კაპრიზული ღმერთების და შეუკავებელი ემოციების ქვეყანას საიმედოდ დავუკავშირდი :

1. საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში მე და ქეთი მაჭავარიანმა ახალი კინოპროექტისთვის 170 000 ევრო მოვიგეთ;

2. ბერძნულ ენაზე თარგმნილი ჩემი რომანი “38,44” უკვე დასტამბულია;

3. აღმოჩენილია საკუთარ თავში მოგზაურობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.

მოკლედ, გრძელდება ცხოვრება უიღბლო ქვეყანაში… ვუბრუნდები ჩემი თანამოაზრეების ბრძოლის ორ ფრონტს;

კინოც და ლიტერატურაც თავისუფალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!”