23 ივლისი, 2023

უძვირფასესი სიტყვები მერაბ კოსტავას

უნიჭიერეს მუსიკოსსა და ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას უძვირფასესი სიტყვები მიუძღვნა ზვიად კორძაძემ:

“თუ ოდესმე ჩათვალოთ, რომ ძალა გამოგელიათ და მეტი აღარ შეგიძლიათ;

თუ ზუსტად, აი, ბოლომდე ზუსტად გინდათ, იცოდეთ, რა არის სამშობლოს სიყვარული;

თუ გაინტერესებთ, რას გულისხმობდა რუსთაველი სიტყვა მეგობარში;

აი, მაშინ, როცა ყველაფრით დაღლილს გულში გაგკრავთ: იქნებ არც ღირს?

ძალიან, ძალიან რომ გაგიჭირდებათ მართალი საქმისთვის ბრძოლა და სულ მარტო იგრძნობთ თავს, აი, იმ წამის წინ, როცა დანებებას გადაწყვეტთ;

ციმბირში, გადასახლებაში გადაღებულ ამ ფოტოს დახედეთ.

მერაბ კოსტავა!!!

ისე იცხოვრა და ისე წავიდა, რომ ბრძოლის ნაყოფიც ვერ გასინჯა.

მთელი ცხოვრება იდეას და იდეალს, სამშობლოს და თავისუფლებას შესწირა.

არცერთი დაეჭვება, არცერთი კომპრომისი, არცერთი გვერდზე გადადგმული ნაბიჯი…

როცა ძალიან გაგიჭირდებათ ამ ფოტოს დახედეთ.”