უძვირფასესი ჯილდო რეზო ჩხიკვიშვილისთვის

უძვირფასესი ჯილდო რეზო ჩხიკვიშვილისთვისსაქართველოდან გერმანიაში 30 წლის წინ წასულ მსახიობს – რეზო ჩხიკვიშვილს შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციამ მისთვის უძვირფასესი ჯილდო გადასცა:

“ვერ წარმოიდგენთ ჩემთვის რამხელა სიხარულია, რამხელა მოტივაციაა, რამხელა სტიმულია. 30 წელია წასული ვარ. ბევრი ასეთი სიურპრიზი არ მქონია. ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი დღე.

ჩემი ქართული პრიზი ბოლო – ეს იყო მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატობა 1989 წელს და ახლა ეს პრიზი. ამ პრიზმა არა მარტო საქართველოში დამაბრუნა, არამედ აღარც გამიშვებს აქედან.

მადლობა ყველას. წარმატება, ბედნიერება და სიხარული იმ საქმეში, რასაც საქართველოს მშენებლობაში მოკრძალებული წვლილის შეტანა ჰქვია.

დიდი მადლობა და მადლიერება შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციას, მაკა კუტუბიძეს, ნიკოლოზ წულუკიძეს და საღამოს ყველა ორგანიზატორს ასეთი საპატიო ჯილდოს მონიჭებისათვის!”