სიმართლე გია ფერაძის ქალიშვილზე

სიმართლე გია ფერაძის ქალიშვილზემსახიობ გია ფერაძის ქალიშვილი 39 წლის მარიკუნა მიქატაძე საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა მომხდართან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია გაავრცელა:

“ვრცელდება ათასი ჭორი მარიკუნას გარდაცვალებაზე. ჭორები, მისი ცხოვრების ქექვა, გარჩევა იყო მისი მთავარი კარმა, რასაც ისე გაექცა, ისე გაექცა…

საბერძნეთის პოლიცია არკვევს ნამდვილ მიზეზს. ექსპერტიზის პასუხია მთავარი, რასაც ელოდებიან მეგობრები. ამიტომ, აქამდე გავრცელებული ყველა ვერსია ტყუილია.

მართალია მხოლოდ ის, რომ მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში, ქუჩაში. იყო მარტო. ბრუნდებოდა სახლში.”

პ.ს. 1985 წლის 19 მარტს გია ფერაძის ოჯახში გაუგონარი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც მთელი საქართველო შესძრა. მსახიობი გია ფერაძე და მისი მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის შვილი ირინა მიქატაძე ტრაგედიის წინა დღეს გუდაურიდან თბილისში დაბრუნებულან. გაურკვეველია დაზუსტებით რა მოხდა იმ დაწყევლილ ღამეს, გია შინ დაახლოებით ღამის სამ საათზე დაბრუნებულა, მეუღლე ამის გამო განაწყენებია, უსაყვედურებია და უთანხმოება მოსვლიათ, შემდეგ მოხდა ის, რომ გიას მინიატურული, კალმის ფორმის იარაღიდან, რომელსაც, თურმე სიგარეტთან ერთად იდებდა ჯიბეში, გასროლილმა ხუთ მილიმეტრიანმა ტყვიამ, რომელიც მინასაც ვერ გასტეხს, ახლო მანძილიდან 26 წლის ირინა მიქატაძის გულში გაიარა, აორტაში მოხვდა და მოკლა, ხელში ცოლჩამკვდარმა იარაღი ღუმელში დამალა, ცოლის ცხედარი ლოგინზე დააწვინა, თითქოს ეძინა და სახლიდან უჩუმრად გაიქცა, დილით დაბრუნდა და პოლიციას ჩაბარდა.

შემდეგ ზოგი ამბობდა ცოლი განზრახ მოკლაო, ზოგი ამბობდა ცოლზე უსაზღვროდ იყო შეყვარებული, ალბათ გაუფრთხილებლობით მოუვიდაო, შემოაკვდაო.

ამ ტრაგედიის დროს გიასა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკა 11 თვის იყო.ბაბუამ ჯუნა მიქატაძემ და მისმა ბებიამ მარიკა საყვარელიძემ ის შვილივით გაზარდეს. მარიკუნამ 6 წლისამ გაიგო ეს ფაქტი, როგორც თვითონ აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში.

გია 37 წლის იყო, როცა დააპატიმრეს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 2 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა, 5 წელი კი ციმბირში და იაკუტსკში, სიმამრი მკაცრად აკონტროლებდა, რომ მას ბოლომდე მოეხადა სასჯელი. იაკუტსკში ყოფნისას თავისი 4 წლის ვაჟთან ერთად მიუკითხავს ირინა კუზუბოვა-ფერაძეს, რომელთანაც ხელი მოუწერია, რომ ციხეზე შეეშვათ.

პატიმრობისას გიამ 30-მდე რვეული გაავსო ლექსებით. ციხიდან 1993 წელს, 45 წლის ასაკში გამოვიდა ტუბერკულოზით დაავადებული. გათავისუფლების შემდეგ, გალოთებული, 2 წელში, 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა გია ფერაძე. მაშინ მარიკუნა 13 წლის იყო, რემელსაც ცოცხალი მამა ნანახი არ ჰყოლია, ბებია და ბაბუა ცდილობდნენ არ შეეხვედრებინათ, მამის დაკრძალვაზე რატომღაც გაუშვიათ.

ქუჩა ნაწვიმარია

ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.
სად იჩქარის მარიკა, ჩემგან ობლად შთენილი.
უკან მისდევს ცუგრია, არ წყინდება ხტუნება.
შვილო როგორ მწყურია შენი ჩახუტუნება.
მართლა საით მიდიხარ, მაგ ფერადი ბუშტებით.
ოი, როგორ მინდიხარ, მკერდს ვილეწავ მუშტებით.
ბავშვმა დედა არ იცის, რომ სითბოდ მოჰფენოდა,
ვეღარ ისმენს მის სიცილს, მერე რარიგ შვენოდა.
მამა ჯერ ცოცხალია, მარიკასთვის-ლეშია,
ვა რა დიდი ბრალია, რომ ცივ სიბნელეშია.
რომ გაგიცნობ ცხადია, ჩემო თეთრო თოლია,
ვინც კი დანაბადია, ყველას მამა ჰყოლია.
გაცნობა კი მოხდება, როს მიხილავ ცხედარად.
მაშინ ალბათ არ იტყვი: რად, მომიკალ დედა, რად!
მაშინ შეგებრალები, დაბრუნდება ღირსებაც.
ეს ლამაზი თვალები ცრემლით ამოივსება.
ციმბირიდან გიყურებ, მარი, ჩემო ყველაო.
აბარტყუნებს დიდ ყურებს, შენი ცუგრიკელაო
ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.
ჰა, ეს ლექსიც მარიკა, შენსკენ გამოფრენილი.”