1 ივლისი, 2023

მოუსმინეთ გია ჯაჯანიძეს

მოუსმინეთ გია ჯაჯანიძესტელეწამყვანი და ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე ყველაზე, ყველაზე გულწრფელ და სწორ რჩევას გვაძლევს:

“არასოდეს, არასოდეს არაფერი არ თქვა და არასოდეს არაფერი გააკეთო სხვის ჯიბრზე და ჯინაზე.
წარუმატებლობით დაისჯები.

ნუ იტყვი და ნუ იფიქრებ, რომ სხვისი გულის გასახეთქად ხარობ.
ბოლოს, აუცილებლად ის სხვა, გულით გაიხარებს.

ნუ იმოქმედებ და ნუ ისაუბრებ ისე, რომ სხვას შეაშურო რამე. როცა მიზანმიმართულად მოქმედებ, რომ სხვა გაამწარო, მიზანს ვერ მიაღწევ, რათა წაგერთმევა ის, რაც ყველაზე ძვირფასია შენთვის.

ალბათ გაგიგიათ ფრაზა, მტრის ჯინაზე კარგად ვარო. მტრის ჯინაზე კარგად ვერ იქნები, სამყარო ყველა სიტყვას და ემოციას იმახსოვრებს.

მტერი დალოცეო, ხომ გაგიგია?
მტერს რომ ლოცავ და იტყვი, ღმერთო გამოაჯანმრთელე, კარგად ამყოფე და ყველა სატკივარი მოუშუშეო, ამ დროს მტრის სხეული, განსაკუთრებით ტვინი იწყებს განკურნებას, ტვინი და აზროვნება რომ ჯანმრთელი ექნება ადამიანს ის ვეღარ და აღარ გიმტრობს.

განთავისუფლდი სხვისი ჯინისა და ჯიბრისგან, განთავისუფლდი მტრისგან და ეჭვებისგან. იცხოვრე შენთვის, შენში.

ჩემები ყველანი დალოცვილები ხართ, იცოდეთ მტრებო, თქვენც გულით გლოცავთ. ჯანმრთელები იყავით, ისეთი ბედნიერება და სიხარული მოგეცეთ, აღარ გეცალოთ ჩემი მტრობისთვის.”