20 ივლისი, 2023

ლიკა ქავჟარაძის მთავარი საიდუმლო

ულამაზესი და განუმეორებელი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის მთავარი საიდუმლო მისი უბრალოება და უშუალობა გახლდათ.

როგორც ლელა ანჯაფარიძე იხსენებდა, ფერისასავით ნაზი მსახიობი ბალახონშიც კი ყველას ჯობდა:

“ჩემს და ჩემზე ცოტა უფროს თაობას კარგად ახსოვს “ლაგუნა ვერე”, თითქმის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც იკრიბებოდა მთელი თბილისი… ვინმეს ნახვა თუ გინდოდა, ზაფხულში, შუა დღეზე აუზზე უნდა მისულიყავი…

თბილისის ყველაზე ლამაზი გოგოები იქ დადიოდნენ. მახსოვს საოცარი ბასა ფიცხიშვილი, ლეოპარდის კუპალნიკში, ოქროს ძეწკვით ფეხზე…

ზოგი ქალბატონი აუზზე მოდიოდა შპილკებზე შემოსკუპული, ბრილიანტებით, მაკიაჟით და უცხო კუპალნიკებში… ისინი, რა თქმა უნდა, არ ცურავდნენ. ლამაზ პოზებში ისხდნენ და ტანის წერწეტით დადიოდნენ ერთმანეთის გადასანახულებლად…

ყველაზე უფრო კი დამამახსოვრდა ლიკა ქავჟარაძე… ფერიასავით შემოფრინდებოდა, რაღაცა კოჭებამდე (მაგრამ, რა კოჭებამდე!!!) ბალახონში…და მაინც ყველას ჯობდა… ბრილიანტებიანსაც და უბრიალიანტოსაც…

საშხაპეს შემდეგ, გარედან კი არა, შიგნიდან შეცურავდა აუზში…

მე ასეთი ლიკა მახსოვს და ასეთი აუზი…”