ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ინგლისელი მსახიობი და მომღერალი, განუმეორებელი ჯეინ ბირკინი 2010 წელს საქართველოში ჩამოვიდა და დევნილების მხარდასაჭერად ზუგდიდში ჩავიდა:
„თუ ჩემი მორალური მხარდაჭერა იოტისოდენა შვებას მაინც მოჰგვრის იმ 350 000 ადამიანს, რომელსაც სახლში დაბრუნება სურს და ვერ ახერხებს, მზად ვარ, ამისთვის ბევრი გავიღო.“