2 ივლისი, 2023

დათო ტურაშვილი რუსეთზე

დათო ტურაშვილი რუსეთზემწერალი დათო ტურაშვილი საქართველოს დამპყრობელზე – რუსეთზე არაჩვეულებრივ წერილს გვიზიარებს:

“ასეთი მტერი, ასეთი დამპყრობელი არავინ არ არის. კარგი დამპყრობელი არ არსებობს, გასაგებია, არავის ამაზე არ ვეკამათები, არც ოსმალეთის იმპერია ყოფილა კარგი დამპყრობელი და არც სპარსეთის იმპერია, მაგრამ რაც რუსეთის იმპერიამ მოიგონა, რომ ენა გაეუქმებინათ, აეკრძალათ, ეკლესია გაეუქმებინათ ჩვენთვის და წაერთმიათ – ყველაზე მთავარი, რასაც ეფუძნებოდა და რაზეც იდგა საქართველო, ასეთი რამ მანამდე არ მომხდარა.

მარტო სადღეგრძელოებით ნუ ვიცით ჩვენ ჩვენი ისტორია. სინამდვილეში ერეკლე მეფე ხომ ყველაზე პროდასავლური და ყველაზე ევროპული ორიენტაციის მეფე იყო. ვგიჟდები ერეკლე მეფეზე. 34 ჭრილობა ჰქონდა ტანზე, რომ გარდაიცვალა. მისი წერილები რომ აღმოაჩინეს რუსეთბმა ევროპის მეფეებისადმი გაგზავნილი, მერე მიხვდნენ, რომ ეს ჩვენი მეკავშირე არასდროს არ იქნებაო და მერე მოგვიქსიეს აღა მახმად ხანი, ზუსტად მაგიტომ, რომ იძულებული გამხდარიყო ერეკლე, რომ ისევ რუსეთისთვის მიემართა. ეს დადასტურებულია, ჩემი მოგონილი არ არის და წავიკითხოთ ეს ისტორია და გვეცოდინება, გავარჩევთ ძალიან მარტივად.

რატომ აჯანყდნენ კახეთში? ქვევრებში შარდავდნენ, რომ შემოვიდნენ. ეს არავის არ გაუკეთებია, არც ერთ დამპყრობელს.

არ არიან რუსები არც ქრისტიანები, არც მართლმადიდებლები არ არიან. გენოციდს რომ დალოცავს სინოდი, გაამართლებს კი არა, რომ აკურთხებს, იქ რა ქრისტიანობაზეა საუბარი.

წარსულს რომ თავი დავანებოთ, აწმყოში ხდება ეს ყველაფერი, რა არის აქ საკამათო? ახლაც, ჩვენი ტერიტორიები აქვს დაპყრობილი, ანექსირებული და არა მხოლოდ ოკუპირებული რუსეთის იმპერიას.”