ქართული საგალობლები უნიკალურია თავისი მრავალხმიანობით და მსოფლიოს ათასობით მსმენელს აღაფრთოვანებს.
გამონაკლისი არც ავსტრალიური ანსამბლი “წინწყაროა”, რომელმაც გურიაში – სოფელ შემოქმედში გურული ლოტბარის ვარლამ სიმონიშვილის საფლავთან ქართული საგალობელი შეასრულა.