30 ივნისი, 2023

სასტიკად გულნატკენი იაკობ გოგებაშვილი

სასტიკად გულნატკენი იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილს – ქართული საგანძურის – დედა ენის შემქმნელს სრულიად დაუმსახურებლად ატკინეს გული. მას ფილტვების დაავადება ჰქონდა, ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობის გამო, ოჯახის შექმნაზეც კი უარი თქვა, – მეუღლესაც არ გადავდოო და მთელი ცხოვრება დიეტასა და მკურნალობაში გაატარა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი ექიმმა უთხრა, ფილტვებში აღარაფერი გაქვსო.

მეტსახელად “მოგებაშვილს ” ეძახდნენ ადამიანს, რომელმაც მთელი ქონება საქართველოს დაუტოვა. 

დინა მირცხულავა:

“ცნობილი ფაქტია, რომ იაკობ გოგებაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. მდინარე მტკვარში შევიდა. გადაარჩინეს. შემდეგ არაერთი პასკვილი, ანეგდოტი და უკბილო ხუმრობების კასკადი წამოვიდა მაშინდელ პრესასა თუ ზეპირსიტყვიერებაში.

ყველაზე გულსატკენი და გულსაწყენი მათგან შემდეგი იყო:
“მოგებაშვილს თავის მოკვლა უცდია და მდინარეში გაუცურავს, მერე უცებ გახსენებია – ფილტვები არ გამიცივდესო და გამოუცურავს!”
ვინც იაკობ გოგოებაშვილის ბიოგრაფია იცის, ახსნაც არ უნდა, ფილტვების თემაზე ხუმრობა რამხელა ტკივილი იქნებოდა იაკობისთვის.
ხშირად მახსენებს თავს ეს ამბავი, როცა დღევანდელ სოციალურ სივრცეს გადავავლებ თვალს. და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ადამიანები (ალბათ კაცობრიობა) ისევ გამოქვაბულში ვცხოვრობთ, უბრალოდ გამოქვაბულს კარი ჩამოვკიდეთ.”