ლეგენდარული კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის გენიალური ოპერა “დაისი” იტალიაში კატანიის ბელინის საოპერო თეატრის რეპერტუარში იქნება წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ოპერას იტალიელი მსმენელი სისტემატურად მოისმენს.
ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე:
“ახლახანს დამთავრდა კატანიის ბელინის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოს და დირექტორატის სხდომა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “დაისი” რეპერტუარში დატოვების შესახებ. ანუ პროექტის ფარგლებში სამჯერ კი არ წარმოადგენენ, არამედ “დაისი” იქნება რეპერტუარში სტაბილურად.
საოცრად სასიხარულო ამბავია, გილოცავ გოჩა კაპანაძე. ვულოცავ ისტორიული პროექტის ავტორს ბატონ ბადრი მაისურაძეს, წარმომიდგენია რა გახარებულები ხართ და ვიზიარებ თქვენს სიხარულს და გამარჯვებას.
21-ში პრემიერაა! წარმატება იტალიურ “დაისს” და მის შემქმნელებს.”