1 ივნისი, 2023

საშა გველესიანის უზრდელი, მაგრამ არაჩვეულებრივი ლექსი

sasha-gvelesiani.jpgმსახიობი საშა გველესიანი არაჩვეულებრივი პოეტია. მის შემოქმედებას ათასობით ერთგული მკითხველი ჰყავს.

“უზრდელი ლექსი” – ასე ჰქვია მის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც ძალიან ორიგინალურია:

“შიშველ ტრაკს და სახეს
— ნიღბით,
მირჩევნია — პირიქით,
სად ხარ, ვინ ხარ
გონის მიღმით,
თევზიც გინდა — ქვირითიც.
ერთი — აცვეს, ბევრი
— დასვეს,
ზოგიც, თავად ჩაბარდა,
მაშუქარი ქალით სავსე
მახსოვს კაბა-ხაბარდა.
ჩოხა ვიცი, სატევარიც,
კაციც — ციხის ამკლები,
ვიცი — კაცის ნახევარი,
— ნახევარზე ნაკლებიც.
ჭაჭაჩამკვდარ
გლეხის თათებს
ვეძებ მიწით — ზეცამდე,
უშვილძირო ღამეს ვათევ,
გზებს რომ უნდა ვკეცავდე.
სადღაც, რაღაც აღარ
მიშვებს
ჩამოშლილი ბილიკით,
სახეს — ნიღბით და ტრაკს
— შიშველს
მირჩევნია — პირიქით…”