29 ივნისი, 2023

რობერტ სტურუა სანდრო ახმეტელზე

რობერტ სტურუა სანდრო ახმეტელზერეჟისორი რობერტ სტურუა ლეგენდარულ სანდრო ახმეტელზე ყოველითვის უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით საუბრობს:

“ხშირად მიფიქრია, რა იყო ბოლოს და ბოლოს სანდრო ახმეტელი ქართული თეატრისათვის.

ჩემი ღრმა რწმენით მისი სახელი უკავშირდება რაღაც წმიდათაწმიდას! აი, თუნდაც – ქართულ ანბანს, ლექსს, ქართულს მელოსს, საგალობელს, ჩვენი ტაძრების განუმეორებელ იდუმალებას.

სამწუხაროა ის, რომ ქართველებს მის მიერ გაკვალულ ბილიკზე ჯერ ფეხი არ შეგვიდგამს. ეს ბილიკი თითქოს ბალახით არის დაფარული, თუმცა მაინც ჩანს, იმიტომ რომ ბალახი უფრო მწვანეა, უფრო ნორჩი.

ჩვენ გვშურს იმ კაცის, რომელიც ამ ბილიკს გაივლის და გააგრძელებს მას, რადგანაც, სამწუხაროდ ამ უდიდესმა ოსტატმა ბოლომდე ვერ მოასწრო მისი გაკვალვა.“