დამოუკიდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დედამიწაზე. მწერალი ოტია იოსელიანი დამოუკიდებლობას ასე აფასებდა:
“სად ვიხედებით ჩვენ და რას ვფიქრობთ? რაზე ვლაპარაკობთ? რომელ დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ? დამოუკიდებლობა რად მინდა, თუ ჩემი ქვეყანა აღარ შემრჩა ხელში? დამოუკიდებლობა იმიტომ მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ჩემი და გადამერჩინა ჩემი. ჩემითა ვარ მე საინტერესო. შენი რაცაა უმკაცრესად უნდა მოვლა. სხვისი რად გინდა?
განსაკუთრებით საშინელებაა მომავალი თაობა რომ მოდის – გოგებაშვილი ამბობდა, 9 წლამდე არ შეიძლება სხვა ენის სწავლა, ჯერ მისი ენა უნდა ისწავლოსო. მიუხედავად ჩემი დიდი თაყვანისცემისა გოგებაშვილის მიმართ, მე წინააღმდეგი ვარ – 15 წლამდე არ შეიძლება. ჯერ უნდა მოხდეს ბავშვის ფორმირება მთლიანად მის ენაზე, მის კულტურაზე, მის ზნე-ჩვეულებაზე, მის გვარზე, მის ჯილაგზე და მერე დანარჩენი.”