მიხეილ თუმანიშვილი თემურ ჩხეიძეზე

მიხეილ თუმანიშვილი თემურ ჩხეიძეზერეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი თავის გამორჩეულ მოსწავლესა და უმცროს კოლეგაზე თემურ ჩხეიძეზე ყოველთვის უდიდესი სიყვარულითა და სიამაყით საუბრობდა:

,,ჩემს ყოფილ მოწაფეებს შორის თემურ ჩხეიძე ერთ-ერთია, რომელმაც პროფესიულად ძალიან მაღალ დონეს მიაღწია.

ბედნიერი კაცი ვარ, რომ ბევრი კარგი მოწაფე მყავდა. ახლა ყველა დიდი რეჟისორია, მაგრამ თემური იმით გამოირჩევა, რომ ის მარტო რეჟისორი კი არა, რეჟისორი – არტისტია, მსახიობია და მის სპექტაკლებში ეს ყოველთვის იგრძნობა.

თემურს აქვს განსაკუთრებული სარეპეტიციო მანერა. კარგად ხედავს მომავალ სპექტაკლს და გრძნობს მის რიტმს.

თემურს შეუძლია ადამიანს კარგად მოუსმინოს. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა ძალიან მიჭირდა და ამ გასაჭირზე ლაპარაკი მინდოდა. მას აქვს ეს იშვიათი უნარი მოსმენისა.
თემური ერთგულია. ერთგულია შენიც და საქმისაც”.