10 ივნისი, 2023

ილია ჭავჭავაძის ძვირფასი წერილი ოლღა გურამიშვილს

ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარულმა არაერთ განსაცდელსა და გამოცდას გაუძლო.

ამის დასტურია წერილები, რომლებსაც შეყვარებულები ერთმანეთს უგზავნიდნენ.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ:

„რა გაშფოთებს? შენ ჩემი ხარ, ჩემო მეგობარო, და ჩემი იქნები. დე, მამაშენმა, თუკი უნდა, უარი თქვას, განა ოლიკოს უიმისოდ არ შეუძლია ჩემად გახდომა? რას იზამს? თუ ცოტათი მაინც გიყვარვარ, მშფოთვარე ფიქრებს თავი ანებე. თავს ნუ იღელვებ. რა უნდა მოხდეს, დიდი-დიდი მზითვებზე უარი გითხრან… ნუთუ ისეთი უვარგისი ვარ, რომ პური არსობისა შრომით ვეღარ მოვიპოვო? არ იფიქრო, ჩემო მეგობარო, არ ვარ ასეთი…
შენ მაინც ღელავ და თან მოწყენილი ხარ. შენ ან სულ არ გჯერა ჩემი, ან ეჭვიანი ხარ, ძალზე ეჭვიანი, ანდა არ გებრალები… ჩვენ ხომ დიდად მომთხოვნი არა ვართ. ურთიერთ სიყვარულითა და ნდობით მცირედითაც დავკმაყოფილდებით. მაშ, რაღა გვაწუხებს? იცოდე, რომ ილიკოს შენში მხოლოდ შენ უყვარხარ და ყოველგვარ უბედურებაში შენთან წმინდა იქნება. ნუ მაწყენინებ!”