23 ივნისი, 2023

იგორ სტრავინსკი ქართულ მუსიკაზე

 XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი ქართულ მუსიკასა და მრავალხმიანობაზე უცხოურ გამოცემებთან  ინტერვიუებში ამბობდა, რომ:

“ქართულ ფოლკლორულ მუსიკას უფრო მეტი ახალი მუსიკალური იდეები აქვს, ვიდრე თანამდროვე მუსიკას.

ქართული პოლიფონიური სიმღერების ჩანაწერები ტრადიციულად ქართული ფოლკლორით არის ნასაზრდოები, რომლის წარმოშობაც უძველესი დროიდან იწყება და უდიდეს მუსიკალურ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს მშვენიერი აღმოჩენაა და შეუძლია გაცილებით მეტი მისცეს მსმენელს, ვიდრე სხვა თანამედროვე მუსიკას შეუძლია…

გურული “იოდელი”, ანუ “კრიმანჭული”, როგორც მას ქართულად ეძახიან,  საუკეთესო სიმღერაა, რაც კი ოდესმე მომისმენია.”