ვახტანგ ჯავახაძემ მხოლოდ და მხოლოდ სამ პაწაწინა სტროფში მთელი ცხოვრება – წუთისოფელი ყველაზე ორიგინალურად დაგვანახა:
“მოდი, ბებრების უცნაური ფოტო გაჩვენო,
ყველას იცნობ და ჩამოთვლაში თვითონ მიშველი, –
სხედან: პლატონი, რუსთაველი, მიქელანჯელო;
დგანან: ვოლტერი, გოეთე და გურამიშვილი;
ფეხმორთხმით სხედან: ლევ ტოლსტოი, ვიქტორ ჰიუგო,
პაბლო პიკასო, კლოდ მონე და ჩარლი ჩაპლინი.
ქვეშ გაჭირვებით იკითხება სოფლის აუგი,
უღონო ხელით გადაწერილ-გადაჩხაპნილი:
“წუთისოფელი რა არი?
– აგორებული ქვა არი,
როდესაც დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.”