პოეტი ბესიკ ხარანაული ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებზე – რუსებზე უზუსტესად საუბრობს თავის ერთ-ერთ ლექსში:
“გაურკვეველი ტოლსტოისათვის,
გაურკვეველი ტიუტჩევისთვის –
რუსის ბუნება ისე ფლიდია,
თვითონ არ იცის, რატომ და რისთვის.
რუსის სიხარბე ისე დიდია,
არც საზღვარი აქვს, არც სადმე კიდე,
არც სამშობლოსთვის, ცოლ-შვილისთვის,
არამედ ბოროტ სურვილისათვის,
მიდის და მიდის, იპყრობს და იპყრობს,
და სათავისოდ ზომავს და იყოფს,
არც აზრია და არც გრძნობა მისთვის,
არც ის, რა უნდა დედამიწისთვის,
ჩამოხსნილი აქვს სირცხვილის რიდე,
იპოვის მიზეზს, რომ მოეკიდოს
და კიდევ უნდა, კიდევ და კიდევ,
ქვეყნიერების ყოველი კიდე!
არც უფიქრია, არც უნატრია,
გაუღვიძია დილაადრიან,
წაბილწოს უნდა, სადაც მადლია,
რომ ცუდი გახდეს, სადაც კარგია,
თვითონ ძაფიც არ მოუგონია,
რადგან სიკეთე არა ჰქონია,
გაუჭყლეტია, დაუტანია,
თქვა ისტორიამ – რა სატანია?
მისი სალდათი ყველგან მარხია,
რაც ქვეყნებია, რაც კი ხალხია,
მაგრამ ბუნებას მოუმადლია,
რომ რუსეთს ჭკუა მაინც აკლია
მისი სიკვდილიც გარდუვალია,
მისი სამარეც სამი ადლია.
გაურკვეველი ტოლსტოისათვის,
გაურკვეველი ტიუტჩევისთვის…”