29 ივნისი, 2023

არაჩვეულებრივი ისტორია რეზო გაბრიაძეზე

არაჩვეულებრივი ისტორია რეზო გაბრიაძეზეუნიჭიერეს მწერალსა და რეჟისორზე რეზო გაბრიაძეზე არაერთი საინტერესო ისტორია შეიძლება გავიხსენოთ, თუმცა ამბავი, რომელსაც ზურა შევარდნაძე იხსენებს, ყველაზე ოროგინალურია:

“ივნისის ბოლოს, როცა მის ოქროყანის ბაღში ჩემი დარგული ბალი მწიფდა, აუცილებლად მიგზავნიდა პატარა, ძალიან საყვარელ ვედროს, რომელშიც ოთხი ცალი ბალი ეტეოდა, ზოგჯერ ხუთი. ყოველთვის ერთიდაიგივე წერილით: “ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს.”
რეზო გაბრიაძე.
დღეს მისი დაბადების დღეა.

ბედნიერს მხდიდა მის სიახლოვეს გატარებული ყოველი წუთი. უცნაური, უცნაური, უცნაური ნამდვილი გენიოსი!”