22 მაისი, 2023

საოცარი ჩანაწერი ლევან აბაშიძეზე

აფხაზეთის ომში დაღუპულ მსხაიობზე ლევან აბაშიძეზე საოცარი ჩანაწერი აქვს კინორეჟისორ გუგული მგელაძეს:

“გაზაფხულივით ბიჭი იყო… ის ბევრად მეტი იყო, ვიდრე მსახიობი. ბევრად მეტი, ვიდრე მისი უკეთილშობილესი გარეგნობა მეტყველებდა. მის თვალებში სიწმინდე ისახებოდა და მასთან ერთად ღრმად ჩამალული სევდა… მას სულს ანდობდი…”