ნუცა ბუზალაძე “ამერიკის ვარსკვლავის” ფინალში

ნუცა ბუზალაძე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მუსიკალური შოუს – “ამერიკის ვარსკვლავის” ფინალში პოპ მომღერალ კაილი მინოუგთან ერთად წარსდგა.

შოუს გამარჯვებული 18 წლის იამ ტონგი გახდა, რომელმაც ჯერ კიდევ შესარჩევი ტურიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და ათასობით გულშემატკივარი გაიჩინა.