ნინო სუხიშვილი რუსეთზე

ანსამბლ “სუხიშვილების” გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი რუსეთზე გულწრფელად საუბრობს და წლებია აცხადებს, რომ ოკუპანტ ქვეყანაში ჩასვლა და ცეკვა მისთვის მიუღებელია:

“მიმაჩნია, რომ როდესაც სახელმწიფო ანსამბლი საქართველოს წარმოადგენს და ერის სახეა, მიდის და კონცერტს მართავს რუსეთის რომელიმე ქალაქში, ჩემთვის ცოტა მიუღებელია, იმიტომ რომ როცა ოკუპირებულია შენი ქვეყანა, როცა შენ სულ იმას გაიძახი, რომ “საქართველოს მთლიანობა”, როცა ცეკვავ ყველა რეგიონის ცეკვას, ხარ პატრიოტი და გტკივა ეს ყველაფერი…

აქ არ არის ადამიანებზე ლაპარაკი, აქ სახელმწიფოებზეა ლაპარაკი, აქ უკვე პოზიციაა სახელმწიფოსი და მე ვთვლი, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფოს მოდელი და სახელმწიფოს სახელით გასულები, არ უნდა ვიცეკვოთ რუსეთში!”