მიტროპოლიტ ნაზარის მამხილებელი წერილი რუსეთზე

მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა – ერისკაცობაში იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა  ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრიტეს.

1919 წლით დათარიღებულ წერილში ვკითხულობთ:

“მეგობრის სახით მოსულმა მოსისხლე მტერმა (რუსეთმა), ჩვენს ქვეყანას ნაცვლად ძმური თანაგრძნობისა კისერზე დაადგა მეტად მძიმე და აუტანელი უღელი საშინელი მონობისა: თვით მისი დამაახლოვებელი ჩვენი ეკლესიაც არ დაინდო, გაჰქურდა, გათელა, გაანადგურა მისი საუკეთესო მწყემსმთავარნი მოსწყინდა და აწამა და თვით ეკლესია გახდა ჩვენი გადაგვარების და მოსპობის ერთ-ერთ იარაღათ.

დაატყვევა, შეხუთა და შეასუსტა ეროვნული სული… შეაჩერა მისი ცხოველყოფელი შემოქმედება – მისი კულტურული მისწრაფება და თავისუფალი ისტორიული მსვლელობა…

პირიდან ენა ამოგვგლიჯა – მოსპო და მის ნაცვლად მოსისხლე მტერი თავის ენას იძულებით გათვისებიებდა, ვინაიდგან მან კარგად იცოდა ჩვენი პოეტის თქმის არ იყოს: „რა ენა წახდეს ერი დაეცეს, ჩირქი წაეცხოს ტაძარსა წმიდას.”