მისი ყველა ნამუშევარი არაჩვეულებრივია და სხვადასხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში ინახება, უმეტესობა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გიგი მუმლაძე:
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნამუშევრებით წვლილი შემაქვს საქართველოს, როგორც ერთიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, პოპულარიზაციაში.
მოგეხსენებათ ჩემი ყველა ნამუშევარი ინახება სხვადასხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში, უმეტესობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, უამრავი ადამიანი ინტერესდება ჩვენი ულამაზესი ქვეყნის ისტორიით, ზოგიერთ მათგანს და შეიძლება ითქვას უმეტეს ნაწილს, როდესაც ვამბობ საუბარში “I am from Georgia ” ჰგონიათ ამერიკის შტატი Georgia, მე კი ყველას ვუყვები, რომ საქართველო არის უზარმაზარი ისტორიის მატარებელი ქვეყანა.
ასეა თუ ისე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იციან, რომ გიგი მუმლაძე, რომელიც მუშაობს ფერადი ფანქრებით, რომლის ნამუშევრების დანახვაც მათ გულს უხარებს, ცხოვრობს და მოღვაწეობს დამოუკიდებელ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი.”
~