11 წლის ქართველმა მომღერალმა ბარბარა მახათაძემ ესპანურ “საბავშვო ვოისში” ნამდვილი ფურორი მოაწყო – ბრმა მოსმენის ტურში ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა.
ბარბარამ ლეგენდარული ჯგუფის “Radiohead”-ის უკვდავი ჰიტი “Creep” შეასრულა და დარბაზისა და ჟიურის მქუხარე აპლოდისმენტები და დიდი მოწონება დაიმსახურა.