24 მაისი, 2023

ანა კალანდაძე ერეკლე მეფეზე

 ქართული პოეზიის დედოფალმა ანა კალანდაძემ ერეკლე მეფეს არაჩვეულებრივი ლექსი უძღვნა:

“ასპინძას მიდის მეფე ერეკლე
ასპინძას მიდის მეფე ერეკლე,
თათარზე მიჰყავს ქართლის ლაშქარი…
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს…

უკან დატივეს ძველი აწყური –
ისიც მრავალი ბრძოლის მომლევი…
ბევრი მტერი გყავს, დიდო მეფეო,
არავინაა შენი მომრევი!

მზე ბრწყინავს შენი ლაშქრის მარჯვენას,
მზე კელაპტარობს იმათ მახვილზე…
სულ გამარჯვებით, ძველით, მხედრებო,
ესმოდეს მიწას თქვენი ძახილი.

შენ გაგიმარჯოს, ხალხის ლაშქარო,
ქართლის ხსენება რომ არ წაშალე!..
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს…”