აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ უძვირფასესი ლექსი მიუძღვნა:
“ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა! და სატანა, მაცდური ხალხის,
იკაწრის სახეს, იგლეჯს თმასა მოთქმა-ზარითა.
ჯაჭვი სისხლული და ერთგული სულის მონობის
გაიჭრა შუა სამუდამოდ ფიჭვის ჯვარითა.
მიწა გრძნობს შვებას და იმღერის მთელი ქვეყანა,
მკვდრები ხორცს ისხმენ და წყვდიადით გამოდგენ გარე,
თავ-გაჩეჩქვილი გველი კვნესის კერპთა ნამტვრებთან
და მახარობლად ციურ ქვეყნის მობრუნდა მთვარე.
ყველა ეღირსა სულის შვებას, დარჩა იუდა.
ტან-დაშეშრილი, შესაზარი ჰკიდია ხეზედ.
ღვთის ლმობაზედა იმედოვნებს, ცხონება უნდა,
მაგრამ, ტყუილად! დაისჯება ახალსა წესზედ!
რად გაჰყიდე, უგუნურო, ღმერთი ფულზედა?
გვიანღა არის სინანული, ქრისტეს ვედრება!
აქ ხალხი იტყვის გულ-არევით წყევლას შენზედა,
იქაც უწყვეტლივ წვა და ტანჯვა ცეცხლში გერგება!”