პოეტი და მთარგმნელი ნომადი ბართაია მისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე საყურადღებო გზავნილს ლექსად გვიგზავნის:
“ეს რას მოესწარ, ქართველო კაცო,
ქართველო კაცო, მოესწარ ეს რას?
ნაცვლად იმისა, თესავდე ხორბალს,
ეზოში მარიხუანას თესავ.
რას ეუბნები მომავალს შენსას,
საკმევლის ნაცვლად ანდა რას აკმევ?
დასცინი როგორ საკუთარ წარსულს,
როცა ღამის კლუბს ბასიანს არქმევ!
ომგადახდილი, ასე ვთქვათ, როცა
შინ შემოგივა ვაჟუკა დილით,
-სად იყავიო? – რომ ეტყვის დედა
-ბასიანზეო, რომ ეტყვის შვილი.”