ნიკოლოზ ლოლაძის უდიდესი წარმატება

13 წლის ნიკოლოზ ლოლაძე მწერალი და ილუსტრატორია. ის პირველი ბავშვია საქართველოდან, ვინც “საბავშვო ნობელზე” – ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზეა წარდგენილი. 13 წლის ავტორი ამ ნომინაციაზე ჯერ არ ყოფილა.

ნიკოლოზი ერთდროულად 2 კატეგორიაშია ნომინირებული, როგორც მწერალი და როგორც ილუსტრატორი. ხატვა 5 წლის ასაკში დაიწყო, საბავშვო მოთხრობების წერა კი 9 წლის ასაკში. მისი საყვარელი წიგნი ასტრიდ ლინდგრენის “პეპი გრძელიწინდაა”, ამიტომაც არავის გაუკვირდა, რომ პირველად სწორედ პეპი დახატა.

ნიკოლოზმა თავისი პირველი რომანი “აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები” დაწერა, რომელსაც 6 თვე მოანდომა და მკითხველს სულ მალე წარუდგენს.