მსახიობი ზაზა მიქაშავიძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან და მისმა მეუღლემ ნინელი ჭანკვეტაძემ მთელი ცხოვრება ქართულ კულტურას მიუძღვნეს.
სამწუხარო ინფორმაცია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა გაავრცელა:
“გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე.
თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე.
ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი.”