უნიჭიერესი მომღერალი მარიამ ქირია გაზაფხულის შემობრძანებას ულამაზესი სიმღერით გვილოცავს.
კომპოზიტორ კონსტანტინე პევზნერის მუსიკითა და პოეტ პეტრე გრუზინსკის ლექსით შექმნილი სიმღერა “გაზაფხულის ბრალია” მარიამმა გიტარისტ ხვიჩა მაღლაკელიძისა და კონტრაბასისტ გიორგი კიკნაძის აკომპანიმენტით სრულიად ახლებურად წარმოაჩინა.