ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე თეატრის სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია ტელეკომპანიამ “რიონი” გაავრცელა.
“გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი რეზი ქაროსანიძე.
ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო, მიმდინარე კვირის სპექტაკლები მესხიშვილის თეატრში მოხსნილია.
P.S. რეზი მარტის თვეში საპრემიეროდ ემზადებოდა და სარეპეტიციო რეჟიმში თავის მეორე სპექტაკლზე ბეკეტის ,,გოდოს მოლოდინზე” მუშაობდა.” – ნათქვამია ქუთაისის თეატრის ოფიციალურ განცხადებაში.
რეზის მეგობარი რაულ ქირია უახლოეს ადამიანს ასე დაემშვიდობა:
“არ ვიცი რა ვთქვა, შემზარავია ეს ყველაფერი! საშინელებაა, ჯოჯოხეთი, სიტყვით გამოუთქმელი, საზიზღარი, აუტანელი ტკივილი…
შენთან ურთიერთობა ყოველთვის იყო დღესასწაული, შენი ნიჭს არ ჰქონდა საზღვრები, შენ გამორჩეული მეგობრობა და გვერდში დგომა შეგეძლო, შეგეძლო ყოველთვის სხვისით გეცხოვრა, შენთვის მთავარი თეატრის წინსვლა და წარმატება იყო და რამ მოგაფიქრებინა ეს?! სცენაზე, სადაც მტვერიც კი გიყვარდა, როგორ დაემშვიდობე ყველას და ყველაფერს, ან რატომ?! რა ვერ შევამჩნიეთ, საიდან და რატომ მოვიდა შენთან ეს წარმოუდგენელი აზრი?!
ძალიან, ძალიან მენანები და ძალიან მიჭირს შენზე წარსულში საუბარი.”