აკაკი გაწერელიას უძვირფასესი წერილი

მწერალ აკაკი გაწერელიას წერილები მეტად ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“თუ სამშობლო გიყვარს და თავმოყვარე ხარ, ჰექტორივით მოიქეცი: ზურგი არ უჩვენო მტერს.
დაე, სტიროდნენ ჰეკაბე და ანდრომაქე! დე კასანდრა ხასად წაიყვანონ!
“ცხოვრება იწყება კვამლით და მთავრდება ფერფლით”. შენ კი თვითონ ფერფლი აქციე მოგიზგიზე ცეცხლად!
დაე, სალახანებმა იქილიკონ. ისტორია უშიშართა ნაბიჯების ექოს გამოსცემს და არა სალახანათა ქირქილს.

ახალგაზრდობა მძვინვარებს. მონობა მობეზრდათ. არავის უნდა, ის ჯოჯოხეთი გამოიაროს, რაც ჩემმა და წინა თაობამ გამოიარა.
მე ამ აჯანყებულ თაობას ვემხრობი.”