ქართველი სოპრანოს სალომე ჯიქიას დებიუტმა ვინჩენცო ბელინის ოპერაში “ნორმა” სრული ტრიუმფით ჩაიარა.
ჰამბურგში, ელბფილარმონიაში ოპერის საკონცერტო შესრულება იქნა წარმოდგენილი. სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. აღფრთოვანებული დარბაზი დიდხანს უკრავდა ტაშს და ოვაციებს არ იშურებდა.
არჩილ იაკობაშვილი:
“ის მომენტია, როცა ბელინის “ნორმას” შემსრულებელი ქართველია – სალომე ჯიქია.
ქართული კულტურის და ხელოვნების კიდევ ერთი წარმატებული გარღვევა ევროპაში – შიგ ჰამბურგის ელბფილარმონიაში…
P.S. ეს ნიშნავს, რომ ქართული კულტურის მომავალიც პარიზში, რომში, მადრიდში და ევროპაშია, და აღარ – მოსკოვში, სვერდლოვსკში, ნოვოსიბირსკში, იაროსლავლში, ტვერში და ა.შ.”