ქართველმა მოცეკვავემ მარიამ ფოცხიშვილმა ამერიკაში უდიდეს წარმატებას მიაღწია – მონტანაში გამართულ მსოფლიო ქორეოგრაფიის კონკურსზე 2 ოქროს მედალი მიიღო.
ინფორმაცია მისმა მამამ ქორეოგრაფმა დავით ფოცხიშვილმა გაავრცელა:
“მარიამ ფოცხიშვილმა მსოფლიო ქორეოგრაფიის კონკურსზე, რომელიც იმართება ამერიკაში მონტანაში Ballet Beyond Borders, ოქროს მედალი აიღო.
მეორე ოქროს მედალი ფოლკლორულ წარმოდგენაში გადასცეს… მართლაც მაგრად იცეკვა “ლეზგინკა”.
იმის გარდა, რომ მარიამი დაჯილდოვდა და მიიღო 100%-იანი დაფინანსება ერთ-ერთი მსოფლიოში ცნობილი საბალეტო სკოლიდან- Vancouver (Canada) Goh Professional Shool Ballet Youth Company-ის… ასევე მიიღო რამოდენიმე მაღალი დონის საბალეტო სკოლიდან შეთავაზება… ძალიან სასიხარულოა ასეთი წარმატება, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი ქორეოგრაფიული ოჯახისთვისაც.
მარიამს კიდევ ერთხელ ვულოცავ საერთაშორისო დონის წარმატებას… ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია, ამ შრომაში კი ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით მის მასწავლებლებს და ესეც ძალიან დასაფასებელია და ჩვენ მადლიერები ვართ მათი.”