ენდი მეყანწიშვილის “შობის ანგელოზები” ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

17 დეკემბერს 17:00 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიხსნება ენდი მეყანწიშვილის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით: “შობის ანგელოზები”.

ენდი მეყანწიშვილი მხატვარი, დიზაინერი, მოქანდაკე, დეკორატორი და არაერთი სოციალური პროექტის სულისჩამდგმელია.

მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და გულკეთილ საშობაო ანგელოზებს ენდი მეყანწიშვილმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქართული ქსოვილის სამოსი ჩააცვა.

ზეციური სიკეთისა და სიყვარულის ამ უკეთილშობილესი მაცნეების ნახატების გამოფენა 17 დეკემბერს ხელოვნების სასახლეში გაიხსნება და 14 იანვრამდე გაგრძელდება.