25 ნოემბერი, 2022

ზურაბ კიკნაძე – შედევრების მთარგმნელი

ქართველ მეცნიერსა და მთარგმნელს ზურაბ კიკნაძეს სრულიად დამსახურებულად უწოდა ქართულმა საზოგადოებამ შედევრების მთარგმნელი.

მან მსოფლიო ლიტერატურის არაერთი შედევრი თარგმნა. მის სახელთან არის დაკავშირებული „გილგამეშის“ პირველი ქართული თარგმანი.

ზურაბ კიკნაძემ თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“.

მასვე ეკუთვნის ბიბლიის თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმანიც.

კონსტანტინე გამსახურდიამ ზურაბ კიკნაძესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა:

“რომელმან სიღრმე იხილა ხმელეთის კიდეგან,
რომელმან ყოველი შეიცნო, შთაიბეჭდა,
იდუმალებანი ვინც სრულად განჭვრიტა, –
სიბრძნის მფლობელმა, ყოვლის მეცნაურმა,
საუნჯეს მიაგნო, გახსნა დაფარული,
მცნება მოგვიტანა წარღვნამდელ დღეთა.
შორი გზით იარა, დაშვრა და დაბრუნდა…” – ეს ზურაბ კიკნაძის თარგმანია “გილგამეშიდან”.

ბატონო ზურაბი გავიცანი სიონის ტაძარში 1981 წელს, მამაჩემმა გამაცნო. ბავშვობისას მყოლია ნანახი ლიძავაში, მაგრამ აღარ მახსოვდა.

1985 წელს კი – მაშინ ასპირანტურაში ვსწავლობდი – მან საშუალება მომცა თსუ-ში თავის სემინარზე წამეკითხა მოხსენება. ეს პირველი ჩემი მოხსენება იყო ასეთ ფორმატში.

მიდიან ის ადამიანები, რომელთაც ასე მოწიწებით შევყურებდით სტუდენტობის ჟამს, განსწავლის წლებში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მოიხსენოს უფალმა ღმერთმა თვის სასუფეველში.”