ჯაზმენმა ბექა გოჩიაშვილმა და მომღერალმა გიორგი უშიკიშვილმა გენიალური ქართული სიმღერა “თუ ასე ტურფა იყავი” ექსპრომტად შეასრულეს.
გიორგი უშიკიშვილი:
“ეს ექსპრომტი გენიალური ბექა გოჩიაშვილის კონცერტზე შევასრულეთ გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანში. საკონცერტო ჩანაწერია (რეპეტიიცის გარეშე) და დღემდე არ მინდოდა გამოქვეყნება. რომ არა გია როინიშვილის დაჟინებული თხოვნა, ასე მექნებოდა ტელეფონში.
იმედია ისიამოვნებთ და შეგვაფასებთ. მადლობა ჩანაწერისთვის უმაგრეს ირაკლი ღვინეფაძეს.
სასურველია, თუ მოუსმენთ კარგ აუდიო მოწყობილობაში.”