თინათინ მღვდლიაშვილი საქართველოზე

თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიაში უმთავრესი ადგილი საქართველოს უკავია.

“არტ ინფო” მის ერთ-ერთ ლექსს გთავაზობთ:

“საქართველოს

რა ლამაზი ხარ, როს გაზაფხულზე,
ლურჯი იებით მიმოირთვები…
შენ ხარ, მამულო, მძიმე გზაწვრილზე,
ადამის მოდგმის ჯვარისმტვირთველი.
ფარისევლები, ყალბი ღიმილით,
გზვერავენ!…შოლტი, ვით აგაშორო?..
თავზე დაგადგეს ეკლის გვირგვინი,
ჯვარზე გაგაკრეს, ჩემო სამშობლოვ!..
და მტკივა შენი რჩეული სისხლი,
შენი სხეულის ოთხი სამსჭვალი…
და შენ წინაშე შვილის ვალს ვიხდი,
და ჩემს წამებას არ აქვს საზღვარი.
თუ არ ანთია, როგორც კანდელი,
აბა, მითხარი, რა ქართველია? –
უფლის რთველია რადგან ქართველი
და საქართველოც უფლის რთველია!..
რა ლამაზი ხარ, როს გაზაფხულზე,
იასამნებით მიმოირთვები…
შენ ხარ, მამულო, მძიმე გზაწვრილზე,
კაცობრიობის ჯვარისმტვირთველი!..”