19 ნოემბერი, 2022

თბილისის ბავშვთა კაპელას უდიდესი აღიარება

თბილისის ბავშვთა კაპელას უნიჭიერესმა მომღერლებმა უდიდესი აღიარება მოიპოვეს – ჩინურ მაღალრეიტინგულ სერიალში „ნიღაბი“ მიიღეს მონაწილეობა.

გელა ფარჩუკიძე, ბავშვთა კაპელას ხელმძღვანელი:

მშვიდობა ყველას

„თბილისის ბავშვთა კაპელა“ ჩინურ მაღალრეიტინგულ სერიალში „ნიღაბი“.

2021 წელს ჩინეთის კინოეკრანებზე გამოვიდა მძაფრსიუჟეტიანი სერიალი “ნიღაბი“, რომელმაც გამოსვლისთანავე დაიპყრო თურმე ჩინეთის ეკრანები….
ესაა კრიმინალური ექშენი, სათავგადასავლო ჟანრის სასპენს დრამა, 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი თემებით – მაფია, მკვლელობა, სიყვარული, ოჯახური ურთიერთობები და ა.შ.

და რაც ჩვენთვის სასიხარულოა, ამ სერიალში ცნობილ სინგლს „ძმა“ (“Brother”) ასრულებს ჩემი კაპელა, ჩემი შვილობილები. ამ სიმღერამ კი თავისი ქართული სულით (იავნანა) მალევე შეაყვარა მრავალმილიონიან (მილიარდიან) ჩინეთს თავი…

ვულოცავ ჩემს კაპელას და ყველას, ვისაც უყვარს ქართული ხელოვნება და საქართველო…”