მედეა ჩახავა თემურ ჩხეიძეზე

მსახიობი მედეა ჩახავა შვილზე – რეჟისორ თემურ ჩხეიძეზე წერდა:

“ბავშვობაში ლექსებს წერდა და გვეგონა, პოეტი ან ლიტერატორი გამოვიდოდა. სკოლა ისე დაამთავრა, არ ვიცოდით, მიხეილ თუმანიშვილს თუ იყო მიტმასნილი.

რაღაც საოცარი ძალა გააჩნია, უხმაუროდ მუშაობს, შიგნით რაღაც უდუღს. არაჩვეულებრივი ხიბლი აქვს მუშაობის დროს. სადაა, მაგრამ იმავდროულად ღრმად ჩამწვდომი. ფაქიზად ეპყრობა როლის სულიერ კუნჭულებს. შინაგანი წვდომის საოცარი უნარი აქვს. მისი სპექტაკლი გმირის სულიერი რუკაა.”

ეს ჩანაწერი ნინო ჩხიკვიშვილმა გაგვიზიარა:

“როცა წიგნში ამ ჩანაწერის შეტანა გადავწყვიტე, ბუნებრივია, ბატონ თემურს ვანახე. მისეული სიმშვიდით წაიკითხა და…

მითხრა: რაღაცა უხერხული მგონია ამისი გამოქვეყნებაო! მაგრამ… არ დავუჯერე და… წიგნში მაინც დავტოვე!

წიგნი გამოვიდა, ნახა ეს ეპიზოდი, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, დიდსულოვნად მაპატია…”