21 ნოემბერი, 2022

მარიამ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილი გამოფენა ხელოვნების სასახლეში

აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა საქართველოს ხელოვნების სასახლეში 22 ნოემბერს 19:00 საათზე გაიხსნება.

მარიამ (მარიკა) ლორთქიფანიძე გახლდათ ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993), აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივანე ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა „მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000“.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“22 ნოემბერს ხელოვნების სასახლეში აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლის იუბილისასმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. დიდი ისტორიკოსის მემორიალური ნივთები, უნიკალური ფოტო ქრონიკა, საარქივო მასალები და ქართველ მხატვართა მიერ შექმნილი პორტრეტები.

გეპატიჟებით ყველას, განსაკუთრებით კი მის სტუდენტებს ვინც კარგად იცით ჩვენი ძვირფასი მასწავლებლის ფასი.”

SIND · RECIPE · BOOKINGS