3 ნოემბერი, 2022

ისკენდერ ცივაძე – ამ კაცს უნდა ვიცნობდეთ!

ისკენდერ ცივაძე – ამ კაცს უნდა ვიცნობდეთ! – ამბობს მწერალი ნიაზ ზოსიძე და არაჩვეულებრივ პიროვნებას გვაცნობს:

,,ვეფხისტყაოსანი” ზეპირად იცოდა…
ათეულობით ენას ფლობდა…
სტამბოლსა და ქაიროში მიიღო იურდიული და სასულიერო განათლება…
ფუფუნებაში ცხოვრება არ ინდომა, საქართველოში დაბრუნდა და მემედ აბაშიძეს ამოუდგა მხარში…

1916 წელს რუსეთის მეფისნაცვალს მიწერა, თურქეთში მუჰაჯირად აოტებულ აჭარლებს ნება დართეთ საქართველოში დაბრუნდნენო…

მერე ლენინს შეუთვალა, რამე სიმრუდე არ ქმნათ, გულშიც არ გაივლოთ, აჭარა დედასაქართველოს ღვიძლი შვილიაო…

აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის, არნოლდ ჩიქობავას, სერგი ჯიქიას თხოვნით დედაუნივერსიტეტში რამდენიმე ლექცია წაიკითხა, მერე იუარა, ადრე ხოჯა ვიყავი და ახალგაზრდებთან მეუხერხულებაო…

ბოლშევიკებმა პირწმინდად გააკულაკეს და ოჩხამურის ჭაობებში მიუსაჯეს გაუსაძლისი მუშაობა…

_ ,,ვიცი ესენი საქართველოს სანატრელს გამიხდიან, მალე მომიღებენ ბოლოს, ჩემიანის ხელით სიკვდილი არ მინდაო, – უთხრა მემედ ჭყონიას…

1967 წელს საქართველოზე გულგადამკვდარი სამსუნში აღესრულა…

ყოფილა მაგარი ქართველი??!!”